1.
პროექტის
სახელწოდება:
ასტრიდ ლინდგრენის
ლიტერატურული
ზღაპარი
„პეპი გრძელიწინდა“
2. პროექტის მთავარი იდეა: ბავშვებმა
მოიძიონ ინფორმაცია:
ა) ასტრიდ ლინდგრენის სამშობლოს შესახებ;
ბ) ასტრიდ ლინდგრენის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ;
გ) წაიკითხონ ზღაპარი „პეპი გრძელიწინდა“
3. პროექტის
აქტუალობა: წიგნის პოპულარიზაცია; კითხვის კულტურის დამკვიდრება; მსოფლიო ხალხთა ზღაპრების
გაცნობა.
4. პროექტის
მიზნები: წარმოდგენა
შეექმნათ ასტრიდ ლინდგრენის სამშობლოზე; გაეცნონ მეზღაპრის შემოქმედებას; გამოხატონ საკუთარი დამოკიდებულება ზღაპრის პერსონაჟების შესახებ
ვერბალრად, წერილობით, ნახატით.
5. მონაწილეთა
ასაკი:
8-9 წელი (III კლასი).
6. ვადები/ხანგრძლივობა: მარტი-აპრილი-მაისი.
7. მოსალოდნელი
შედეგები: ბავშვები
ეჩვევიან დამოკიდებელ კითხვას; საკუთარი დამოკიდებულებების გამოხატვას; ინტერნეტში იძიებენ ინფორმაციას მეზღაპრის სამშობლოს
შესახებ; ეცნობიან ასტრიდ ლინდგრენის ბიოგრაფიას. მოძიებული ინფორმაციის გამოყენებით
ქმნიან პრეზენტაციებს; სწავლობენ სიმღერებს; გაითამაშებენ სცენებს.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ასტრიდ ლინდგრენის ზღაპარი „პეპი გრძელიწინდა“, ზღაპრის
მიხედვით შექმნილი ანიმაციური ფილმი, ინტერნეტში ჩართული ნეთბუქები, ფერადი ფანქრები,
ფორმატის ქაღალდები, წებო, მაკრატელი.
9. პროექტის მსვლელობა: ვკითხულობთ ზღაპარს და ვარჩევთ წაკითხულს; ვმსჯელობთ პერსონაჟების საქციელზე;
ვხატავთ ილუსტრაციებს ზღაპრის სიუჟეტიდან გამომდინარე; ნეტბუქში ვამზადებთ პრეზენტაციებს;
ვადარებთ ფილმსა და წიგნს ერთმანეთთან; ვარჩევთ საინტერესო ეპიზოდებს და ვდგამთ მინისცენებს;
და ბოლოს, ვახდენთ მათ პრეზენტაციას.
10. ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის გამოყენება ინფორმაციის მოსაძიებლად
და კონკრეტული საკითხის დასამუშავებლად. ბავშვები ამზადებენ და წარმოადგენენ მასწავლებლის
დახმარებითა და საკუთარი სურვილით შერჩეულ როლებს. იყენებენ ქართულის, ხელოვნებისა
და მუსიკის გაკვეთილებზე მიღებულ ცოდნას.
11. პროექტის ხელ-ლი: მ. დათუაშვილი
შეფასების
სქემა
კრიტერიუმი
|
სუსტი
|
საშუალო
|
კარგი
|
კითხულობს ზღაპარს, გადმოსცემს
შინაარსს, მსჯელობს პერსონაჟების შესახებ,გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას
წაკითხულისადმი.
|
|
|
|
ნახატით, წერილობით გადმოსცემს
ზღაპრის სასურველ ეპიზოდს
|
|
|
|
სწავლობს როლს და მონაწილეობს ღონისძიებაში
|
|
|
|
ინტერნეტში იძიებს საჭირო ინფორმაციას,
ახარისხებს და ქმნის პრეზენტაციას, იყენებს ისტ-ის ტექნოლოგიებს
|
|
|
|
მონაწილეობს ჯგუფურ მუშაობაში,
იცავს წესებს და ანგარიშს უწევს ჯგუფის ინტერესს
|
|
|
|