__ სასწავლო წლის განმავლობაში ვკითხულობდით ცნობილ მეზღაპრეთა ნაწარმოებებს __ ა. ლინდგრენის "პეპი გრძელიწინდა", "ემილის თავგადასავალი", ს. ლადერდოფის "ნილსისა და ბატების მხიარული მოგზაურობა". ბავშვებმა ხალისით წაიკითხეს თითოეული მათგანი. კითხვის პროცესში ერთმანეთს უზიარებდნენ შთაბეჭდილებებს. მსჯელობდნენ პერსონაჟების ხასიათის თავისებურებებზე, აკეთებდნენ ჩანახატებს. რადგან ასტრიდ ლინდგრენი და სელმა ლადერდოფი შვედი მწერლები არიან, მოსწავლეებს გაუჩნდათ ინტერესი, მეტი გაგეოთ მათი სამშობლოს შესახებ. ბავშვებს მივეცი საშუალება აერჩიათ ერთ–ერთი ნაწარმოები და მოგვეხდინა მისი განხილვა. თითქმის ერთხმად გადაწყდა, რომ ეს წიგნი ყოფილიყო ყველაზე მხიარული, ყველაზე სახალისო, ყველაზე საინტერესო ზღაპარი "პეპი გრძელიწინდა".
__ დავინაწილეთ დავალებები; შვედეთის სამეფოზე ინფორმაციას მოიძიებდა ნიკა არველაძე; ხოლო ასტრიდ ლინდგრენის ბიოგრაფიულ ცნობებს მოგვაწვდიდა გივიკო მიქაუტაზე. მათ მივეცი გარკვეული დრო სამუშაოს შესასრულებლად. ბავშვებს დავეხმარე მოძიებული ინფორმაციით პრეზენტაციების მომზადებაში.
__ მოსწავლეებმა ზღაპრიდან აირჩიეს სასურველი ეპიზოდები და დავეხმარე სცენების მომზადებაში. მათ დაისწავლეს როლები, მშობლები კი ფორმების შეკერვაში დაგვეხმარნენ. პროექტის ფარგლებში ვნახეთ წიგნის მიხედვით შექმნილი ანიმაციური ფილმი, რომელიც ბავშვებს ძალიან მოეწონათ.
__ დავამზადეთ პეპის დიდი პლაკატი. მასზე მივამაგრეთ ყვავილები, (მას ხომ ყვავილები ძალიან უყვარდა!) რომლებზეც პეპის თვისებები ჩამოვწერეთ.
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEjcQtA2qea3WRYri_PvRySX8zduUktRdgdneplTOEXRompx8-8Jw69cVDvFg3_z7KMOIfrG339vrXQiaUv3UlqONZIygCDHPon9MYGTfeh0t3V9J7uqlPI03qOmjvyUbfv9J5LxGpTBHR8/s640/7.jpg)
__ ვეწვიეთ საყვარელ ბიბლიოთეკას, სადაც უკვე მესამე წელია ვთანამშრომლობთ. (ყველა მოსწავლე გაწევრიანებულია) გავმართეთ ჩვენი ნაშრომის პრეზენტაცია. დამსწრე საზოგადოებას მოსწავლეებმა უჩვენეს PoverPoint_ში მომზადებული პრეზენტაციები, ისაუბრეს მეზღაპრისა და მისი საოცარი გმირის შესახებ. გაითამაშეს სცენები, იმღერეს სიმღერები და გამოხატეს დიდი სიყვარული წიგნის მიმართ.
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEhM81UShNFSZKZPg6O_PVNtciW36MlQ90HXLkUh3XB-QcqYxSYXtyIaBXMOOTRGLvwCwHu6KxVlwlkfS7ODlJQqMbMjVl5j2nLzePqq-VlebQBa_nNbLOim4Hhb42gW05qOE2Ft0cXGo7I/s640/6.jpg)
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEhIfIBxLei77BRxQ3eKUVtfWx-iUkwJzVTJtbswawJqXWSTZXLWuWq4MT3R9AEcMIZce3bZM3hEsu2ggSa57oA1m9ZJMFa7nt4sVCGR58cKfgrX1-UjpAmiogpJCnif3MFgNVfJRsVSlXE/s640/4.jpg)
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEiBjl3LUnc0-cip0Q_xG83S_28ilYwrwTby7zHMw1e8Oc0_MqKoU1rm0FTtU9ivR-lJT8F4EEq0ExYn8fGQ27AHsi8SvVFqFuCkVScTS-44WtLN-V3X3Y7AKq7Pn1FF6UTsi1YsgtKVx6s/s640/3.jpg)
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEgjqsZXvf-Csiufh973dx46IMEFm1YBI9KOpooZJS0phCaqEAX_rgIaXadG6odEXe-jf8XATnJAP4B-nhzXv2k-OOV5eDCkbpb_qbqC-zuGo_adfoGty3qgyIVFsSqaF3ATpm1WJtj1Vxs/s640/2.jpg)
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEjeHJFfKCSCP7eu8EMzCB00ZZwdDho1SxV5EsRNJGCGrs9UMjWsCqX2B-6nKUZkMGLqo3PpGMqwWhbzsPLLgoA8S7i2RLV0udIGSbauxU4RR6w5quaLmwywsqe4OSTwfBRMHcGE2qtyiHA/s640/1368_151451725039177_326763784_n.jpg)
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEi6F57upy_nZ7eIkcs1mPaVi_iQWESyKCvIZ2w1rNTS0USYBnUg857syCtupP-hPj_a9x5oLsUnSjkcLMEPchvdtbItd4cnGOU7s5hqcvsOu_658UpfKnGbRRXVMNiP_3TrJIe3n2YF5MU/s640/941947_151453631705653_634005304_n.jpg)
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEj6G3y4fvvgydYGIbdyaI77XRZQgX24rtohKPFH_Y9n6RoS7S5YkEm8UciFRfL0YpRDCi62qVJ9eKhIR-HW3sBS5CBcTtkB49LjsffVlJ1Pq19A1G02HOfF-qJ2yG2khi2GZDVSGVTGTok/s640/968956_151454231705593_688036408_n.jpg)
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEhSvniUnn2jlNN558kKOnbN894z7cvpKD02UQEsEbrL9T3UgCwrxeVDctZSOYL_FmTG4uBCYixHqGLU89vy1inz49BAQI2ub082Plt66T1wDuMI4P-5aXr3rF1kOPcgmmL7y-PMFJShzJs/s640/941947_151453631705653_634005304_n.jpg)
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEi0O4ENbKtVuveQzfoFyQE0zZ6Y6IyjOzXhCC8Wgu9iQQGbtyk0tEweDAWrlHyKqx8YRR52b2B1ivJ9yTXBFi4u_gUy6q1A2etR8DJtuecAlit2bdziOZigrWSKAUtcaWSWqGXsrXOvV50/s640/1368_151451725039177_326763784_n.jpg)
__ წიგნის კითხვის პროცესში ბავშვები წერდნენ თავიანთ შეხედულებებს ზღაპრის შესახებ, აკეთებდნენ ჩანახატებს, რომლებსაც ერთად მოვუყარე თავი. (იხ. ქვემოთ). ბოლოს ვაჩვენე ასტრიდ ლინდგრენის ზღაპრების კოლაჟი, ვესაუბრე მათ შინაარსზე. ბავშვებმა ერთხმად გადაწყვიტეს არდადეგებზე ეს წიგნები წაეკითხათ. საბედნიეროდ, ბიბლიოთეკაში მწერლის ყველა წიგნი არის და ჩემი ბავშვებიც აქ სასურველი სტუმრები არიან.