суббота, 6 июля 2013 г.

არდადეგები დაიწყო!

      __ სწავლის ბოლო დღეა...  ხვალიდან არდადეგები იწყება...  ბავშვებმა მთელი წლის მანძილზე იბეჯითეს და ნამდვილად დაიმსახურეს დასვენება... ხვალიდან მხიარული თავგადასავლებითა და სასიამოვნო მოგზაურობებით სავსე დღეები იწყება...
      __ დღეს კი სკოლაში ვართ... მესამე კლასს ვამთავრებთ და ძალიან გვიხარია.
გავიზარდეთ, ბევრი მეგობარი შევიძინეთ, ბევრი საინტერესო რამ შევისწავლეთ... უფრო მეტი წინ გველოდება...
    __ გადავწყვიტეთ წყვილებში გვემუშავა. თემაც შევარჩიეთ __ "ჩემი სკოლა". 
    აი, მათი თვალით დანახული სკოლა!



ლია მაჭარაძე და გივიკო მოქაუტაძე

ელენე ძიძიგური და მარი კოხრეიძე

ნიკა არველაძე და გოგა გაგოშიძე
გაგ რაზმაძე
__ დღეს არდადეგების პირველი დღეა.  ჩვენ ექსკურსიაზე წავედით.  (მარტვილი __ სალხინო) ბავშვებმა ბევრი საინტერესო გაიგეს ამ შესანიშნავი ადგილების შესახებ და კარგადაც გაერთვნენ. 

__ ეს დღე არასოდეს დაგვავიწყდება!!!