მეოთხე კლასში ვართ. მოსწავლეებს ბუნების გაკვეთილებზე ბუკის საშუალებით დამატებით ვაწოდებ ინფორმაციას საქართველოს კუთხეების შესახებ. მოსწავლეებთან ერთად მასალას მშობლებიც აქტიურად ეცნობიან. სწორედ მათი ინიციატივა იყო მოგვეწყო ექსკურსია მცხეთაში და ჩვენი თვალით გვენხა ეს უძველესი ქალაქი და მისი ღირსშესანიშნაობები.
2 დეკემბერს გავემგზავრეთ ექსკურსიაზე. მიუხედავად ზამთრისა, მზიანი და თბილი ამინდი იდგა. სიოც კი არ იძროდა. საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა ბავშვებზე სვეტიცხოვლის ტაძრის ხილვამ. ბავშვები ინტერესით უსმენდნენ გიდს, რომელიც ტაძრის ისტორიას ყვებოდა. შემდეგ ფეხით გავისეირნეთ ქალაქის ქუჩებში და სამთავროს ვესტუმრეთ. ბავშვებზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა მაყვლის ბუჩქის ხილვამ, სადაც წმინდა ნინომ დაიდო ბინა, მოვილოცეთ მამა გაბრიელის საფლავზე, ტაძარში ავანთეთ სანთლები და შიომღვიმის მონასტრის გზას დავადექით.
პატარებმა ყურადღებით მოისმინეს შიომღვიმის დაარსების ისტორია, დაათვალიერეს ტაძარი და უამრავი სურათები გადაიღეს. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ამბავმა მამა შიოს უკანასკნელი წლების შესახებ, რომელიც ბნელ და ცივ მღვიმეში გაატარა. ბავშვებმა მოინახულეს საფლავი.
შებინდებისას ავედით ჯვრის მონასტერში. ბავშვები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ, როდესაც ზემოდან გადმოხედეს მტკვრისა და არაგვის შესართავს და ერთმანეთს აჩვენებდნენ სვეტიცხოველსა და სამთავროს.
უკვე ღამე იყო, როდესაც პატარებმა ანთებული ფრანი ჰაერში გაუშვეს და კეთილი სურვილები გაატანეს. ეს დღე არასოდეს დაავიწყდებათ მათ.
სკოლაში დაბრუნების შემდეგ გიორგი დონღვანმა მოამზადა პრეზენტაცია, რომელშიც აღწერა ჩვენ მიერ განვლილი გზა და ერთგვარად შეაჯამა ექსკურია.