воскресенье, 12 мая 2013 г.

სალამურას თავგადასვალი

__ ნინი გიორგაძემ მოიძია ინფორმაცია ლიტერატურული ჟანრის _ ზღაპრის შესახებ.


___ ზღაპარი ხალხური სიბრძნის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და პოპულარული დარგია. იგი ძალიან დიდი ხნის წინათ ზეპირად შექმნეს ჩვენმა წინაპრებმა. ზეპირად იმიტომ, რომ იმ დროს, როცა ეს ჯადოსნური ზღაპრები იქმნებოდა, ჯერ კიდევ არ იცოდნენ ასოების წერა. ზეპირად მონათხრობს ხალხი მოსმენით იმახსოვრებდა და კვლავ ზეპირად გადასცემდა შთამომავლობას. მრავალი ასეული წლის განმავლობაში ეს ზეპირი ფანტასტიკური მოთხრობები ზეპირადვე ვრცელდებოდა კუთხიდან კუთხეში, თაობიდან თაობაზე. ზღაპარი იწყება სიტყვებით: „იყო და არა იყო რა ...“ არჩევანი გვეძლევა _ დავიჯეროთ, თუ არ დავიჯეროთ. და ჩვენ  გვჯერა, რადგან ზღაპრები სიკეთესა და მეგობრობაზე გვიამბობენ; რადგან ყველა მათგანში ბოროტება მარცხდება; სიმამაცე, მოხერხებულობა, გამჭრიახობა კი _ ზეიმობს. და ყოველთვის ასე იქნება _ ჭირი იქა, ლხინი აქა...“

__ ელენე ძიძიგურმა გაგვაცნო არჩილ სულაკაურის ბიოგრაფია.
 

__ ძია არჩილი გასულ საუკუნეში დაიბადა. მან თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა. შემდეგ მუშაობდა გამომცემლობა „ნაკადულის“ დირექტორად, ჟურნალ „მნათობის“ მთავარ რედაქტორად.  ძია არჩილი ჩუმი კაცი იყო. შეეძლო საათობით მჯდარიყო და სიჩუმისათვის ესმინა. იგი კიდეც სწერდა: „სიჩუმე რეთადერთი არის მუსიკა, განთიადისას რომ მიხმობს ოქროს ბუკივით.“ არავინ იცის რაზე ფიქრობდა „სიჩუმის მუსიკის“ მოსმენისას. ალბათ სამშობლოზე ფიქრობდა, რომელიც ძალინ უყვარდა და რომლის ტკივილსაც ძლიერ განიცდიდა. ალბათ მშობელ მამაზე ფიქრობდა, რომელიც მეშვიდეკლასელ ბიჭს დაუჭირეს და შორეულში გადაუსახლეს. ალბათ მეგობრებზე ფიქრობდა დიდი მწერალი, რომლებიც ნელ-ნელა შემოეცალნენ ირგვლივ. ან იქნებ ლიტერატურულ პერსონაჟებს თხზავდა, რომლებიც ასე ახლობელნი გახდნენ მკითხველთათვის. ეს ჩუმი ადამიანი ასევე ჩუმად წავიდა ამ ქვეყნიდან და დაგვიტოვა მდიდარი ლიტერატურული მემკვიდრეობა. დიდი ქართველი დიდუბის მწერალთა პანთეონში მიაბარეს მშობლიურ მიწას. მის კალამს ეკუთვნის მრავალი პროზაული ნაწარმოები, ლექსები, წერდა ჯადოსნურ ზღაპრებს. მას „სალამურას თავგადასავლისათვის“ შოთა რუსთაველის სახელობის პრემია მიენიჭა.

__ ბავშვებმა ხალისით წაიკითხეს "სალამურას თავგადასავალი". კითხვის პროცესში გავაანალიზეთ წაკითხული, ვიმსჯელეთ პერსონაჟების ხასიათებზე, განსაკუთრებით მოგვეწონა მათი სახელები; გადავწყვიტეთ დაგვეხატა ისინი. სურათებს ლამაზი ჩარჩოები გავუკეთეთ.



 












__მოვაწყვეთ ჩვენი ნახატების გამოფენა.




"სალამურა და დაჰკა-დაჰკა"__ 
ნიკა არველაძე











 "ბრძენი კინალოკ"__
ლუკა ჟურავსკი 









"ქონდარეთის სასახლე"__
ლუკა ჟურავსკი










"ფრინტა და ქონდართუხუცესი"_
ლილე ყანთელაძე











"ქონდარინე და ქონდარ XV"__
მარი კოხრეიძე








"ბაია და ქონდარუხი" _
ნიკა არველაძე











"სირბილა" __
საბა ბერეკაშვილი










"სალამურა და ქარბორბალა"_
ნიკა ლოსაბერიძე










"ბაია და სალამურა"_
ელენე ძიძიგური











"სირბილა" _
გოგა გაგოშიძე









"მზის ამოსვლა" __
გივიკო მიქაუტაძე 








_ ისტ-ის მასწავლებლის დახმარებით საკლასო ოთახში მოვახდინეთ ანიმაციური ფილმის "სალამურას თავგადასავალის"  ნახვა.





.

__ დავამზადეთ აფიშა:
                                            
   

__ ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო ფილიალში მოვაწყვეთ ჩვენი ნაშრომების პრეზენტაცია, გავითამაშეთ ზღაპრიდან სხვადასხვა ეპიზოდები  და შევასრულეთ სიმღერები.












__ დავწერეთ ჩვენი შეხედულებები ამ ზღაპრის შესახებ __ რა მოგვეწონა? რატომ იყო საინტერესო? და ა. შ.






Комментариев нет:

Отправить комментарий