გამომცემლობა „დიოგენემ“ წლევანდელი წელი გამოაცხადა „წიგნის კითხვის „ წლად. ბიბლიოთეკამ, რომელთნაც უკვე 4 წელია ვთანამშრომლობთ,
შემოგვთავაზა მოგვეწყო რომელიმე მწერლის ნაწარმოების
განხილვა. რადგან ასტრიდ ლინდგრენის წიგნებს უკვე მეორე წელია კითხულობენ ჩემი მოსწავლეები, გადავწყვიტეთ მოგვეწყო მისი ზღაპრების__ “სახურავის ბინადარი
კარლსონი“, „პეპი გრძელიწინდა“, „ძმები ლომგულები“, „ჩვენც სალტკროკელები ვართ“, „
ბიულერბიუერი ბავშვები“, „ ემილის თავგადასავალი“__ განხილვა. ყველა მათგანი გამომცემლობა „დიოგენეს“
აქვს დაბეჭდილი. ამ პროექტით მე მიზნად დავისახე
ისევდაისევ წიგნის პოპულარიზაცია. მინდოდა
ბავშვებს თავიანთ თავზე გამოეცადათ ის განცები, რასაც მათი საყვარელი წიგნის პერსონჟები
განიცდიდნენ. პატარები სიამოვნებით დამთანხმდნენ.
დავიყავით
6 ჯგუფად, რადგან 6 წიგნი უნდა განგვეხილა. თითოეულმა ჯგუფმა არჩეული ზღაპრიდან მოამზადა სცენა, რა თქმა უნდა
ჩემი დახმარებით. დაინაწილეს როლები: ვინ სიტყვებს დაისწავლიდა, ვინ სურათებს დახატავდა,
ვინ ელექტრონულ ბროშურებს დაამზადებდა, ვინ სცენებში ითამაშებდა, ვინ სიმღერას მოამზადებდა.
ღონისძიების
ჩასატარების თარიღად ავირჩიეთ 2 აპრილი __დიდი
მეზღაპრის _–ჰანს ქრისტიან ანდერსენის დაბადების დღე, რომელიც მიჩნეულია
საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღედ.
ღონისძიებას
ესწრებოდნენ მასწავლებლები, მშობლები და მოწვეული სტუმრები. პატარები დიდი ოსტატობით ასრულებდნენ როლებს და
მრავალი საქებარი სიტყვაც დაიმსახურეს.
ამ
პროექტით პატარებმა კიდევ ერთხელ დაინახეს
და გაიაზრეს, რომ წიგნი ყველაზე საიმედო და ერთგული მეგობარია, რომ წიგნებში მრავალი
საინტერესო ამბებია მოთხრობილი და მათი კითხვა
სიამოვნებას განიჭებს.
ლინდგრენის ზღაპრები
">
View more presentations or Upload your own.
ზღაპარი
View more presentations or Upload your own.
">
ჩემმა
მოსწავლეებმა 4 წლის განმავლობაში ბევრი საინტერესო
მწერალი გაიცნეს, წაიკითხეს მსოფლიო შედევრები და ამაში დიდად დაგვეხმარა ქუთაისის
საბავშვო ბიბლიოთეკა. მე დარწმუნებული ვარ რომ ეს ბაშვები იმეგობრებენ ამ ბიბლიოთეკასთან
და კიდევ ბევრ საინტერესო მწერლის შემოქმედებას გაეცნობიან.