პროექტის სახელწოდება:
|
დავით IV აღმაშენებლი
|
პროექტის მთავარი იდეა:
|
მოსწავლეები გაეცნონ დავით აღმაშენებლის
მეფობის
ხანას;
|
პროექტის
აქტუალობა:
|
გააცნობიერონ დავით
მეფის ღვაწლის უდიდესი მნიშვნელობა საქართველოს სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების
საქმეში.
|
პროექტის
მიზნები:
|
მოსწავლეებმა მეტი
გაიგონ დავით მეფის ცხოვრების შესახებ; გაეცნონ იმ ღონისძიებებს, რომელიც მან გაატარა
ქვეყნის ეკონომიკის, თავდაცვის, განათლებისა და კულტურის სფეროში.
|
მონაწილეთა
ასაკი:
|
9-10 წელი (IV კლასი).
|
ვადები/ხანგრძლივობა:
|
25 იანვარი-8 თებერვალი
(2 კვირა)
|
მოსალოდნელი
შედეგები:
|
მოიძიონ ინფორმაცია მეფის ცხოვრების შესახებ; წაიკითხონ კლასგარეშე ლიტერატურა; მოამზადონ პრეზენტაცია
PowerPoint-ში;
გაითამაშონ ერთ-ერთი ეპიზოდი მეფის ბიოგრაფიიდან; დაისწავლონ ლექსები; იმსჯელონ წაკითხულისა
და ნანახის შესახებ; თავიანთი დამოკიდებულება დააფიქსირონ ვერბალურად, წერილობით;
|
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
|
თენგიზ წოწონავას „საბავშვო ისტორიიდან“ დავით აღმაშენებლის ცხოვრება, ვახტანგ ჭელიძის მოთხრობა
„დავით აღმაშენებელი“, ინტერნეტში ჩართული ნეთბუქები; პროექტორი; ფორმატის
ქაღალდები
|
პროექტის მსვლელობა:
|
ვკითხულობთ თენგიზ წოწონავას „საბავშვო ისტორიიდან“__
„დავით აღმაშენებელს“, გამოვხატავთ ჩვენს დამოკიდებულებას წაკითხულის შესახებ; ვკითხულობთ ვახტანგ ჭელიძის მოთხრობას „დავით აღმაშენებელი“__
ვმსჯელობთ პერსონაჟების საქციელზე; მოთხრობის სიუჟეტიდან გამომდინარე ვხატავთ ილუსტრაციებს;
ნეტბუქში ვამზადებთ პრეზენტაციას; ვუყურებთ Youtube-ზე
ატვირტული მასალა მეფის ცხოვრების შესახებ; ვამზადებთ პატარა პიესას, ვსწავლობთ სიმღერებს, ლექსებს და ვახდენთ პრეზენტაციას ქალაქ ქუთაისში მეფეთა რეზიდენციაში__
„ოქროს ჩარდახში“
|
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
|
მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის გამოყენება ინფორმაციის მოსაძიებლად და კონკრეტული
საკითხის დასამუშავებლად. ბავშვები ამზადებენ და წარმოადგენენ მასწავლებლის დახმარებითა
და საკუთარი სურვილით შერჩეულ როლებს. იყენებენ ქართულის, ხელოვნებისა და მუსიკის
გაკვეთილებზე მიღებულ ცოდნას.
|
პროექტის ხელ-ლი:
|
მ.დათუაშვილი
|
შეფასების სქემა
კრიტერიუმი
|
სუსტი
|
საშუალო
|
კარგი
|
კითხულობს ინფორმაციულ ტექსტს, გადმოსცემს შინაარსს,
გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას წაკითხულისადმი.
|
|||
ნახატით, წერილობით გადმოსცემს საკუთარ დამოკიდებულებას
წაკითხულის შესახებ
|
|||
სწავლობს როლს და მონაწილეობს ღონისძიებაში
|
|||
ინტერნეტში იძიებს საჭირო ინფორმაციას, ახარისხებს
და ქმნის პრეზენტაციას, იყენებს ისტ-ის ტექნოლოგიებს
|
|||
მონაწილეობს ჯგუფურ მუშაობაში, იცავს წესებს და ანგარიშს
უწევს ჯგუფის ინტერესს
|
აი, დასრულდა საშობაო არდადეგები და დავუბრუნდით მშობლიურ სკოლას. გადავწყვიტე ბვშვებისათვის გამეცნო დავით მეოთხის მეფობის ხანა და შევთავაზე გვემუშავა პროექტზე __"დავით აღმაშენებელი". კლასგარეშე ლიტერატურასი წასაკითხად მივეცი ვახტანგ ჭილაძის მოთხრობა "დავით აღმაშენებელი", შესაბამისი დავალებებით. აგრეთვე წავიკითხეთ თენგიზ წოწონავას "საბავშვო ისტორიიდან" დავით IV–ის მეფობის ხანა. ბავშვებმა ინტერნეტის საშუალებითაც მოიძიეს ინფორმაცია დიდი მეფის შესახებ და ჩემი დახმარებით გივიკო მიქაუტაძემ მოამზადა პრეზენტაცია.
დავით აღმაშენებელი
დავით აღმაშენებელი
View more presentations or Upload your own.
კომპიუტერების კლასში დიდ ეკრანზე ვნახეთ საინტერესო ეპიზოდები მეფის ცხოვრებიდან.
Комментариев нет:
Отправить комментарий