1.
პროექტის სახელწოდება: ეკოლოგია
2.
პროექტის მთავარი იდეა: დავიცვათ ბუნება, მოვუფრთხილდეთ დედამიწას.
3.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლებმა
გააცნობიერონ, რა არის ეკოლოგია, რატომ შეიქმნა ეს მეცნიერება, გაიაზრონ რა პრობლემის
წინაშე დგას კაცობრიობა და რატომ უნდა დავიცვათ ბუნება.
4.
პროექტის მიზნები: ჩავუნერგო ბავშვებს ბუნებისა და გარესამყაროსადმი სათუთი
და მზრუნველი დამოკიდებულება; მოსწავლეებს გავაცნობიერებინო,
რომ დედამიწა ყველა ადამიანის საერთო სახლია და მას მოფრთხილება სჭირდება და დავანახო თავიანთი როლი ბუნების დაცვის აუცილებლობაში;
5.
მონაწილეთა ასაკი: 10–11 წელი (IV კლასი).
6.
ვადები/ხანგრძლივობა: ერთი თვე (ნოემბერი).
7.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებმა მეტი გაიგონ ეკოლოგიისა და მისი პრობლემების
შეასახებ; დავეხმარო მათი პირადი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაზრდას;
8.
პროექტისათვის საჭირო
ძირითადი რესურსები: ინტერნეტში ჩართული ბუკები, პროექტორი, წითელი წიგნი, ფოტოაპარატი.
9.
პროექტის მსვლელობა:
ვკითხულობთ ინტერნეტში განთავსებულ სტატიებს ეკოლოგიის შესახებ, ვნახულობთ სლაიდებს, ვმსჯელობთ პრობლემის ირგვლივ, ნეტბუქში ვამზადებთ
სლაიდებს და ვახდენთ მათ პრეზენტაციას.
10.
ეროვნულ სასწავლო
გეგმასთან კავშირი: მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება ინფორმაციის
მოსაძიებლად და კონკრეტული საკითხის დასამუშავებლად. ბავშვები ამზადებენ და წარმოადგენენ
მასწავლებლის დახმარებითა და საკუთარი სურვილით შექმნილ პრეზენტაციებს;
11.
პროექტის ხელმძღვანელი:
მ. დათუაშვილი
1 12. ელ. ფოსტა: ma.datuashvili@gmail.com
ოდესღაც ჩვენი სამყარო წყვდიადით იყო მოცული; არც ბალახები
იყო, არც ხეები, არც მშვენიერი ყვავილები, არც ფრინველები და ცხოველები. თვით ცა და
დედამიწაც არ არსებობდა. მთელი სამყარო წყვდიადსა და ქაოსს წარმოადგენდა. ღმერთმა არ
ინება ასე ყოფილიყო მუდამ და შექმნა მზის სხივებით გაცისკროვნებული, გაბრწყინებული,
სუფთა და ნათელი სამყარო... ჩააბარა იგი ადამიანს და უთხრა: კეთილსინდისიერად მოიხმარე,
დაიცავი და ბუნება ვალში არ დაგრჩება... აქედან იწყება ადამიანისა და ბუნების ურთიერთობა
ჩვენს პლანეტაზე. ჩვენი წინაპრები გძნობდნენ ბუნების სულს და ესმოდათ, რომ ადამიანი
ბუნების ნაწილია. იგი ცოცხალი, მშვენიერი
და მრავალფეროვანია. ესმოდათ, რომ ბუნება ასაზრდოვებს, კვებავს, კურნავს და იცავს მათ.
დედამიწაზე ჰარმონია სუფევდა... ბუნებას საკუთარი კანონზომიერება გააჩნია. ამ კანონების დაცვა დედამიწაზე
მცხოვრები ყველა ადამიანის ვალია, რადგან მათი
დარღვევის შემთხვევაში ჩვენს წინააღმდეგ ამუშავდება დამსჯელი მექანიზმი. სამყარო ისეა მოწყობილი, რომ ადამიანის ნებისმიერ
ქმედებას__უარყოფითს თუ დადებითს__მოჰყვება შესაბამისად უარყოფითი ან დადებითი რეაქცია. ვაკეთებთ სიკეთეს__გვიბრუნდება სიკეთე, ვაკეთებთ ცუდს__ გვიბრუნდება
ცუდი.
დროის
სვლასთან ერთად ადამიანსა და ბუნებას შორის ჰარმონია დაირღვა. ადამიანმა მოინდომა ბუნებაზე
გაბატონება. დაიწყო არნახული ტემპით წიაღისეულის მოპოვება, ტყის მასივების გაჩეხვა,
მდინარეების კალაპოტების შეცვლა. ყოველივე ამან კი სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანა
__ დაბინძურდა ჰაერი, წყალი, ნიადაგი; დედამიწის
რელიეფი შეიცვალა: გაჩნდა ტერასები, ხრამები, ყორღანები; განადგურდა ტყე, ჩამიოშალა
მთის ფერდობები, უამრავი ცხოველი, ფრინველი, თევზი გაქრა. განვითარებული სამყარო დროის სვლასთან ერთად სულ უფრო მეტ მცენარეებს,
ცხოველებსა თუ ფრინველებს ანადგურებს და არ ფიქრობს, რომ ბუნების რესურსი სულაც არ
არის დაუშრეტავი. თუ არ იქნება საკმარისი მცენარეები, გაქრება ატმოსფერო, გადაშენდებიან
ცოცხალი არსებები და დავიღუპებით ჩვენც. მსოფლიოს მეცნიერები უკვე წლებია გაერთიანდნენ ამ პრობლემის ირგვლივ და ყოველდღიურად ეძებენ გამოსავალს.
ჩვენც დავფიქრდით, რომ დედამიწის
გადარჩენის საქმე თითოეული ჩვენგანის ხელშია,
გავიაზრეთ, რა საფრთხეები წარმოიშვება ბუნებასთან დაუდეგარი მოპყრობის შედეგად.
პატარებმა მოამზადეს პრეზენტაციები, რომლეითაც
გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება ბუნებისადმი.
View more presentations or Upload your own.
View more presentations or Upload your own.
">
წითელი წიგნი
View more presentations or Upload your own.
">
გიო
View more presentations or Upload your own.
">
მზე
View more presentations or Upload your own.
">
mze
View more presentations or Upload your own.
">
არველაზე კოდალა
View more presentations or Upload your own.
">
kodalebi
View more presentations or Upload your own.
">
წივწივები ელენე
View more presentations or Upload your own.
ამრიგად, ჩვენ ვალდებულნი ვართ დავიცვათ
ბუნება, გავუფრთხილდეთ მას და ვიზრუნოთ მის კეთილდღეობაზე, რამეთუ დავაზიანებთ
ბუნებას, საფრთხეს შევუქმნით ჩვენს სიცოცხლეს. გვახსოვდეს __სამყარო კანონზომიერია!ჯგუფური მუშაობა:
Комментариев нет:
Отправить комментарий