понедельник, 20 мая 2013 г.

პეპი გრძელიწინდა





                                       
      1. პროექტის სახელწოდება: 
ასტრიდ  ლინდგრენის  ლიტერატურული
ზღაპარი 
„პეპი გრძელიწინდა“







 2. პროექტის მთავარი იდეა:   ბავშვებმა მოიძიონ  ინფორმაცია:  
                 ა)  ასტრიდ ლინდგრენის სამშობლოს შესახებ;
                 ბ) ასტრიდ ლინდგრენის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ;
                 გ) წაიკითხონ ზღაპარი „პეპი გრძელიწინდა“
3.    პროექტის აქტუალობა:  წიგნის პოპულარიზაცია;  კითხვის კულტურის დამკვიდრება; მსოფლიო ხალხთა ზღაპრების გაცნობა.
4.    პროექტის მიზნები: წარმოდგენა შეექმნათ ასტრიდ ლინდგრენის სამშობლოზე;   გაეცნონ მეზღაპრის შემოქმედებას;  გამოხატონ საკუთარი დამოკიდებულება ზღაპრის  პერსონაჟების შესახებ ვერბალრად, წერილობით, ნახატით.
5.    მონაწილეთა ასაკი: 8-9 წელი (III კლასი).
6.    ვადები/ხანგრძლივობა: მარტი-აპრილი-მაისი.
7.    მოსალოდნელი შედეგები: ბავშვები ეჩვევიან დამოკიდებელ კითხვას; საკუთარი  დამოკიდებულებების გამოხატვას;  ინტერნეტში იძიებენ ინფორმაციას მეზღაპრის სამშობლოს შესახებ; ეცნობიან ასტრიდ ლინდგრენის ბიოგრაფიას. მოძიებული ინფორმაციის გამოყენებით ქმნიან პრეზენტაციებს; სწავლობენ სიმღერებს; გაითამაშებენ სცენებს.
8.    პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ასტრიდ ლინდგრენის ზღაპარი „პეპი გრძელიწინდა“, ზღაპრის მიხედვით შექმნილი ანიმაციური ფილმი, ინტერნეტში ჩართული ნეთბუქები, ფერადი ფანქრები, ფორმატის ქაღალდები, წებო, მაკრატელი.
9.    პროექტის მსვლელობა: ვკითხულობთ ზღაპარს და  ვარჩევთ წაკითხულს; ვმსჯელობთ პერსონაჟების საქციელზე; ვხატავთ ილუსტრაციებს ზღაპრის სიუჟეტიდან გამომდინარე; ნეტბუქში ვამზადებთ პრეზენტაციებს; ვადარებთ ფილმსა და წიგნს ერთმანეთთან; ვარჩევთ საინტერესო ეპიზოდებს და ვდგამთ მინისცენებს;  და ბოლოს, ვახდენთ მათ პრეზენტაციას.
10. ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის გამოყენება ინფორმაციის მოსაძიებლად და კონკრეტული საკითხის დასამუშავებლად. ბავშვები ამზადებენ და წარმოადგენენ მასწავლებლის დახმარებითა და საკუთარი სურვილით შერჩეულ როლებს. იყენებენ ქართულის, ხელოვნებისა და მუსიკის გაკვეთილებზე მიღებულ ცოდნას.
11. პროექტის ხელ-ლი: მ. დათუაშვილი     


შეფასების სქემა
კრიტერიუმი
სუსტი
საშუალო
კარგი
კითხულობს ზღაპარს, გადმოსცემს შინაარსს, მსჯელობს პერსონაჟების შესახებ,გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას წაკითხულისადმი.



ნახატით, წერილობით გადმოსცემს ზღაპრის სასურველ ეპიზოდს



სწავლობს როლს და მონაწილეობს ღონისძიებაში



ინტერნეტში იძიებს საჭირო ინფორმაციას, ახარისხებს და ქმნის პრეზენტაციას, იყენებს ისტ-ის ტექნოლოგიებს



მონაწილეობს ჯგუფურ მუშაობაში, იცავს წესებს და ანგარიშს უწევს ჯგუფის ინტერესს 






воскресенье, 12 мая 2013 г.

"იქნებ ვაზია სამშობლო..."

__ შევისწავლეთ მოთხრობები: "ვაზი" ( ძველი იგავის მიხედვით) და " ვაზი და გლეხკაცი" (ლეონარდო და ვინჩი). მოსწავლეებმა გადაწყვიტეს მეტი შეეტყოთ ქართველისა და ვაზის ისტორიაზე და გადავწყვიტეთ ტექნოლოგიების გამოყენებით ინტერნეტში მოგვეძიებინა ინფორმაციები. ჩამოვწერეთ თემები და გადავინაწილეთ ჯგუფებში დავალებები. მოსწავლეებს დავეხმარე მოძიებული ინფორმაციის დახრისხებასა და გადამუშავებაში. პრეზენტატორებმა ჯგუფის სახელით შეადგინეს  პრეზენტაციები და წარმოადგინეს ისინი.
__ "ვაზი და მისი ჯიშები"_ ნინი გიორგაძე.
 

View more presentations or Upload your own.

__ "წმინდა ნინო და ვაზის ჯვარი" __ ელენე ძიძიგური




View more presentations or Upload your own.

__ საგალობელი  "შენ ხარ ვენახი" __ გივიკო მიქაუტაძე.





  
View more presentations or Upload your own.


__ "ვაი ქართულ ხუროთმოძღვრებაში" __ გაგა რაზმაძე 





 
View more presentations or Upload your own.

__ "ქართული მარანი" _ ნიკა ლოსაბერიძე 






 
View more presentations or Upload your own.

__ "რთველი საქართველოში" _ ლუკა გაბუნია






View more presentations or Upload your own.

__ გიორგი დონღვანმა თავის პრეზენტაციაში აგვიხსნა თუ  "რატომ დავირქვით  ქართველები"



  


View more presentations or Upload your own.


__ ლუკა ჟურასკიმ და ზურა ცინაძემ შექმნეს კედლის გაზეთი, რომელშიც განათავსეს  საინტერესო ინფორმაციები და ლამაზად გააფორმეს.





___მოვამზადეთ ღონისძიება, რომელიც მივუძვენით ვაზისა და ქართველი კაცის ურთიერთობას. ვესტუმრეთ ქუთაისის ისტორიულ მუზეუმს, სადაც თბილად მიგვიღეს და იქ მოვახდინეთ ჩვენი პროექტის პრეზენტირება.































__ღონისძიების შემდეგ მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს ისტორიული მუზეუმი და გაეცვნენ იქ დაცულ ექსპონატებს. სკოლაში დაბრუნების შემდეგ დაწერეს თავიანთი შთაბეჭდილებები.



     



 



















































































































































































































































































































.