__ შევისწავლეთ მოთხრობები: "ვაზი" ( ძველი იგავის მიხედვით) და " ვაზი და გლეხკაცი" (ლეონარდო და ვინჩი). მოსწავლეებმა გადაწყვიტეს მეტი შეეტყოთ ქართველისა და ვაზის ისტორიაზე და გადავწყვიტეთ ტექნოლოგიების გამოყენებით ინტერნეტში მოგვეძიებინა ინფორმაციები. ჩამოვწერეთ თემები და გადავინაწილეთ ჯგუფებში დავალებები. მოსწავლეებს დავეხმარე მოძიებული ინფორმაციის დახრისხებასა და გადამუშავებაში. პრეზენტატორებმა ჯგუფის სახელით შეადგინეს პრეზენტაციები და წარმოადგინეს ისინი.
__ "ვაზი და მისი ჯიშები"_ ნინი გიორგაძე.
__ "ვაზი და მისი ჯიშები"_ ნინი გიორგაძე.
View more presentations or Upload your own.
__ გიორგი დონღვანმა თავის პრეზენტაციაში აგვიხსნა თუ "რატომ დავირქვით ქართველები"
__ გიორგი დონღვანმა თავის პრეზენტაციაში აგვიხსნა თუ "რატომ დავირქვით ქართველები"
View more presentations or Upload your own.
__ ლუკა ჟურავსკიმ და ზურა ცინაძემ შექმნეს კედლის გაზეთი, რომელშიც განათავსეს საინტერესო ინფორმაციები და ლამაზად გააფორმეს.
___მოვამზადეთ ღონისძიება, რომელიც მივუძღვენით ვაზისა და ქართველი კაცის ურთიერთობას. ვესტუმრეთ ქუთაისის ისტორიულ მუზეუმს, სადაც თბილად მიგვიღეს და იქ მოვახდინეთ ჩვენი პროექტის პრეზენტირება.
__ღონისძიების შემდეგ მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს ისტორიული მუზეუმი და გაეცვნენ იქ დაცულ ექსპონატებს. სკოლაში დაბრუნების შემდეგ დაწერეს თავიანთი შთაბეჭდილებები.
.
Комментариев нет:
Отправить комментарий