воскресенье, 12 мая 2013 г.

"იქნებ ვაზია სამშობლო..."







პროექტის სახელწოდება"იქნებ ვაზია სამშობლო..."
 





პროექტის მთავარი იდეა: ბავშვებმა მოიძიონ ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე:
·       ვაზი და მისი ჯიშები;
·       წმინდა ნინო და ვაზის ჯვარი;
·       საგალობელი „შენ ხარ ვენახი“,  
·       ვაზი ქართულ ხუროთმოძღვრებაში;
·       ქართული მარანი;
·       რთველი საქართველოში;
·       შექმნან ელექტრონული ჟურნალი, კედლის გაზეთი, ნახატების გამოფენა.
პროექტის აქტუალობა:     
გააცნობიერონ, რომ საქართველო ვაზის ქვეყანაა და  მასთან დაკავშირებულია უძველესი ტრადიციები;
) მოახდინონ ტექნოლოგიის გამოყებებით შთაბეჭდილების გაზიარება.
პროექტის მიზნები:  წარმოდგენა შეექმნათ, თუ რატომ არის საქართველოში დამკვიდრებული ვაზის კულტი.
 მონაწილეთა ასაკი:  8-9 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა: I სემესტრი ( ნოემბერ-დეკემბერი)
მოსალოდნელი შედეგები:  ბავშვებინტერნეტში, ბიბლიოთეკაში   იძიებენ   ინფორმაციას ვაზის შესახებ;  ეცნობიან მასთან დაკავშირებულ ტრადიციებს, მოძიებული ინფორმაციის გამოყენებით ქმნიან სლაიდებს, ელექტრონულ ჟურნალს, ალბომს, კედლის გაზეთს.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:  ინტერნეტში ჩართული ნეთბუქები, ენციკლოპედია,  ფერადი ფანქრები, ფორმატის ქაღალდები, წებო, მაკრატელი, პროექტორი.
პროექტის მსვლელობა: მასალის მოძიება, სლაიდების შექმნა, ჩანახატების გაკეთება, ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში ვიზიტი, პრეზენტაცია, კედლის გაზეთი, გამოფენის მოწყობა.  
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
·       მოსწავლე იყენებს ქართულის, ბუნების, ხელოვნებისა და მუსიკის  გაკვეთილებზე მიღებულ ცოდნას;
·       მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სტრატეგიიგამოყენება ინფორმაციის მოსაძიებლად და კონკრეტული საკითხის დასამუშავებლად
პროექტის ხელმძღვანელი: . დათუაშვილი.



შეფასების სქემა
კრიტერიუმი
2-3
4-5
6-7
8-9-10
ინფორმაციის შეგროვება/
დახარისხება
უჭირს ინფორმაციის
მოძიება და დახარისხება
ზოგჯერ აგროვებს ინფორმაციას, მაგრამ უჭირს დახარისხება
ყოველთვის  აგროვებს ინფორმაციას, მაგრამ  ზოგჯერ უჭირს დახარისხება
ყოველთვის  აგროვებს
 საჭორო ინფორმაციას და ახარისხებს დამოუკიდებლად
ჯგუფში თანამშრომლობა/
აქტიურობა
არ აქტიურობს, მეტ-ნაკლებად ერთვება ჯგუფურ მუშაობაში
ანგარიშს არ უწევს ჯგუფის წევრებს, ასრულებს მხოლოდ სასურველ სამუშაოს
აქტიურად თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან, ასრულებს მითითებებს
ყოველთვის აქტიურია, თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან და მონაწილეობას იღებს ჯგუფის ორგანიზებულ მუშაობაში
პრეზენტაცია
უჭირს მასალის წარმოდგენა, საუბრობს დაბნეულად
მასალას კარგად წარმოადგენს, მაგრამ ზოგჯერ სათქმელს წყვეტილად გადმოსცემს
მასალას საკმაოდ კარგად წარმოადგენს, მაგრამ აკლია ლაკონურობა
მასალას  კარგად წარმოადგენს, ლაპარაკობს ლაკონურად და დამაჯერებლად




























Комментариев нет:

Отправить комментарий