1 პროექტის სახელწოდება: არჩილ სულაკაურის ლიტერატურულ
ზღაპარი „სალამურას თავგადასავალი“.
პროექტის მთავარი იდეა:
ბავშვებმა მოიძიონ ინფორმაცია:
ა) ლიტერატურული ჟანრის _ ზღაპრის - შესახებ;
ბ) არჩილ სულაკაურის ცხოვრებისა და მოღვაწეობის
შესახებ;
გ) წაიკითხონ ზღაპარი „სალამურას თავგადასავალი“.
პროექტის აქტუალობა: წიგნის პოპულარიზაცია
და კითხვის კულტურის დამკვიდრება.
პროექტის მიზნები: წარმოდგენა შეექმნათ ლიტერატურული ჟანრის _ ზღაპრის
_ წარმოშობისა და გავრცელების შესახებ; განასხვავონ
ხალხური და ლიტერატურული ზღაპარი; გამოხატონ საკუთარი დამოკიდებულება ზღაპრის პერსონაჟების
შესახებ.
მონაწილეთა ასაკი: 7-8 წელი (II კლასი).
ვადები/ხანგრძლივობა: ერთი სემესტრი (იანვარი-ივნისი).
მოსალოდნელი შედეგები: ბავშვებს უღვივდებათ ინტერესი ზღაპრისადმი; ინტერნეტში
იძიებენ ინფორმაციას ზღაპრის წარმოშობის შესახებ; ეცნობიან არჩილ სულაკაურის ბიოგრაფიას.
მოძიებული ინფორმაციის გამოყენებით ქმნიან სლაიდებს, ელექტრონულ ჟურნალს: „სალამურას თავგადასავალი“.
პროექტისათვის საჭირო
ძირითადი რესურსები: არჩილ სულაკაურის ზღაპარი
„სალამურას თავგადასავალი“, ზღაპრის მიხედვით შექმნილი ნახატი- ფილმი, ინტერნეტსი ჩართული
ნეთბუქები, ფერადი ფანქრები, ფორმატის ქაღალდები, წებო, მაკრატელი.
პროექტის მსვლელობა:
ვკითხულობთ ზღაპარს და ვარჩევთ წაკითხულს;
ვმსჯელობთ პერსონაჟების საქციელზე; ვხატავთ ილუსტრაციებს ზღაპრის სიუჟეტიდან გამომდინარე;
ნეტბუქში ვამზადებთ სლაიდებს; ვარჩევთ საინტერესო ეპიზოდებს და ვდგამთ მინისცენებს
და ბოლოს ვახდენთ მათ პრეზენტაციას.
ეროვნულ სასწავლო
გეგმასთან კავშირი: მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება ინფორმაციის
მოსაძიებლად და კონკრეტული საკითხის დასამუშავებლად. ბავშვები ამზადებენ და წარმოადგენენ
მასწავლებლის დახმარებითა და საკუთარი სურვილით შერჩეულ როლებს.
შეფასების
სქემა
კრიტერიუმი
|
სუსტი
|
საშუალო
|
კარგი
|
კითხულობს ზღაპარს, გადმოსცემს
შინაარსს, მსჯელობს პერსონაჟების შესახებ
|
|
|
|
ნახატით გადმოსცემს ზღაპრის სასურველ
ეპიზოდს
|
|
|
|
სწავლობს როლს და მონაწილეობს ღონისძიებაში
|
|
|
|
ჯგუფურ მუშაობაში აქტიურადაა ჩართული
|
|
|
|
იყენებს ისტ-ის ტექნოლოგიებს
|
|
|
|
Комментариев нет:
Отправить комментарий